2014-08-26

ინტეგრირებული გაკვეთილის ოქმი

ქ.გორის მე - 7 საჯარო სკოლის  კათედრის სხდომის ანგარიშის ოქმი

2014 წლის 16 მაისს ჩატარდა ინგლისური ენის და ისტორიის კათედრის სხდომა
სხდომას ესწრებოდნენ: ი. თითირაშვილი, ნ. ეფხოშვილი, მ. ბერუაშვილი, ხ.დოლიაშვილი, ი. კოსტანოვა, მ. მიხანაშვილი,ე. ხანგალიანი, მ.ფსუტური.
დღის წესრიგი: ხ.დოლიაშვილისა და ნ.ეფხოშვილის ინტეგრირებული გაკვეთილის
ანხილვა.

2014 წლის 13 მაისს მეცხრე კლასში ხ. დოლიაშვილმა და ნ. ეფხოშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით ინგლისური ენასა და ისტორიაში.
გაკვეთილის თემა : ,,Times of change”-,, ცვლილებათა დრონი.“მოსწავლეებმა  მოისმინეს და  ანიხილეს ახალი ტექსტი.  შემდეგ წარმოადგინეს წინასწარ მოძიებული ინფორმაცია ტექსტში არსებული გამოგონებების შესახებ,რასაც თან ახლდა სლაიდების პრეზენტაცია და პრაქტიკული სავარჯიშო.

აზრი გამოთქვეს :
მ. ბერუაშვილმა  მოუწონა  პედაგოგებს გადაწყვეტილება-ინგლისურისა და ისტორიის ინტეგრაცია. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები კარგად იყვნენ მომზადებულნი და  ურჩია, რომ კარგი იქნებოდა ორივე საგანს თანაბრად გაენაწილებინათ გაკვეთილის დრო.

ი.თითირაშვილმა აღნიშნა,რომ გაკვეთილი ინფორმაციულად იყო დატვირთული ,რამაც მრავალფეროვნება შესძინა მას, თუმცა უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი მოსწავლე ყოფილიყო აქტიური.

ე. ხანგგალიანმა მოიწონა გაკვეთილი და აღნიშნა,რომ ასეთი სამოდელო გაკვეთილები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რათა მოსწავლეებში განვავი თაროთ დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი.

მ. მიხანაშვილმა აღნიშნა, რომ გაკვეთილი საინტერესოდ იყო დაგეგმილი და შესაძლებელია იგი დადებითად  შეფასდეს. მის მოსაზრებას ერთხმად დაეთანხმა ყველა მასწავლებელი.

სხდომამ გადაწყვიტა: ისტორიის და ინგლისურის კათედრებზე კვლავაც გაგრძელდეს
ასეთი გაკვეთილების ჩატარება და  დანარჩენ მასწავლებელთათვის
გამოცდილების გაზიარება.