2014-08-22

გაზეთი ლიტერატურული ქართლი



 
უფროს  კლასებში  ინგლისური ენის  ათვისების მოტივაციური  ფაქტორები  საზღვარგარეთსა  და საქართველოში.

      ცნობილი  ამერიკელი  მეთოდისტის  სტეფან  კრაშენის  მიხედვით  უცხოური ენის ათვისების წარმატება განისაზღვრება ორი ფაქტორით : უნარით და მოტივაციით. ამჟამად ჩვენ ვიკვლიეთ მეორე ფაქტორი.
      რობერტ  გარდნერის და ვალას  ლამბერტის  კვლევაში (1972 )მოცემულია  ორი მთავარი  სახის  მოტივაცია , რომელსაც  მათ  უწოდეს  ,, ინტეგრალური ’’ და  ,,ინსტრუმენტული ’’. მოსწავლეს , რომელსაც  ინტეგრალური  მოტივაცია  აქვს , მართლაც  ნამდვილი  ინტერესი  გააჩნია  უცხო  საზოგადოების  მიმართ. მას  სურს ,  ისწავლოს  მათი  ენა  იმისთვის ,  რომ  ჰქონდეს  უფრო  ახლო  ურთიერთობა  მათთან  და  იცოდეს  მათი  კულტურა . მოსწავლეს , რომელსაც  ინსტუმენტული  მოტივაცია  აქვს , უფრო  აინტერესებს,თუ  როგორ  შეიძლება  უცხო  ენა  იყოს  ხელსაყრელი  სხვა  საქმიანობაში  წარმატების  მისაღწევად,  როგორიცაა  მაგალითად, კვალიფიკაციის  ამაღლება  ან  სამსახურის  გაუმჯობესება.                                                    
      გარდნერმა  და  ლამბერტმა  შეისწავლეს  ის ინგლისელები,  რომლებიც  ფრანგულ  ენას  სწავლობდნენ  კანადაში,  იქ  სადაც  ფრანგულ  ენაზე  მოსაუბრე  საზოგადოებაა.  მათი  კვლევების  შედეგის  მიხედვით  მოსწავლეები ,  რომლებსაც  აქვთ  მაღალი  ინტეგრაციის  ორიენტაცია,  უფრო  აღწევენ  წარმატებას . მათ აღმოაჩინეს,  რომ  ინტეგრალური მოტივაცია  უკეთესია წარმატების  მისარწევად.
       გარდნერმა  და  ლამბერტმა   სხვა და სხვა  შედეგები   მიიღეს ,  როდესაც    იკვლევდნენ  ინგლისური ენის  შემსწავლელ  მოსწავლეებს  ფილიპინებში. იქ  მათ  აღმოაჩინეს  მოსწავლეებში  უფრო  მეტად   იმსტრუმენტული  მოტივაცია ,  რომლის  მეშვეობით   ისინი  წარმატებას აღწევენ  ენის  სწავლებაში.
       როგორც  მიმოხილვიდან  ჩანს,  საკითხი  იმის  შესახებ,  თუ  რომელი  მოტივაცია  არის  უფრო  ხელსაყრელი  ენაში  წარმატების  მიღწევისათვის, ინტეგრალური  თუ  ინსტრუმენტული,  სხვადასხვანაირად  წყდება. ეს  დამოკიდებულია  ბევრ  სოციალურ  ფაქტორზე.  ამიტომ  ჩვენ   გადავწყვიტეთ  გვეკვლია  ქართველი  მოსწავლეები,  რომლებსაც  სპეციფიკურ - სოციალურ  სიტუაციაში  უწევთ  ცხოვრება.
         კვლევა  ჩავატარებულ  იქნა  VII , VIII , IX , X  და   XI  კლასებში. ზოგადი  მონაცემების  მიხედვით  ინგლისური ენის  შესწავლისას   ხუთივე  შესწავლილი კლასის მოსწავლეები  უპირატესობას  ანიჭებენ  პრაქტიკულ  ანუ  ინსტრუმენტულ  მოტივაციას,  რაც  ჩვენი აზრით  გამომდინარეობს  ჩვენს ქვეყანაში  არსებული  სოციალური  ვითარებიდან, სადაც უცხოური  ენის  ცოდნას  ენიჭება  დიდი  პრაქტიკული  მნიშვნელობა.

          გამოყენებული  ლიტერატურა : Stephen  D. Krashen.  1988.  Second  Language  Acquisition and  Second     Language   Learning.  (University  of  Souhtern  California ).
ქ. გორის  # 7 საჯარო  სკოლის  ინგლისური ენის მასწავლებელი  ხათუნა  დოლიაშვილი.

No comments:

Post a Comment