2014-08-22

ინტეგრირებული გაკვეთილი


ინტეგრირებული გაკვეთილი:
თარიღი: 13 მაისი 2014წ
ჩატარდა: ინგლისური ენა და ისტორია
პედაგოგები: ნ.ეფხოშვილი და ხ.დოლიაშვილი

გეგმა:
გაკვეთილის  თემა: ,,Times  of  change.”
მიზანი:  ინგლისური  - მოსმენის  და  ლაპარაკის  უნარ - ჩვევების  განვითარება.
ისტორია    -   საპრეზენტაციო  უნარ - ჩვევების  განვითარება.
სტანდარტი:  ინგლისური - მოსწავლეები იგებენ მოსმენილს და  სწორად პასუხობენ  შეკითხვებს
ისტორია   -  მოსწავლეები მეცნიერულ აღმოჩენებს  უკავშირებენ  კონორეტულ ისტორიულ პერიოდს  და ამზადებენ    

პრეზენტაციას  გაკვეთილის  მსვლელობა: 
ინგლისური - 25 წუთი
აქტივობა 1: ვაცნობ ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს, ვახდენ წინა მასალასთან დაკავშირებას  კითხვებით:,, როგორ დაადგინეს მეცნიერებმა სიმართლე, ჩვენ მიერ ნასწავლ წინა ტექსტში:     ,,Strange but true”? რომელი ტექნიკური გამოგონება -  საშუალება გამოიყენეს  მათ  ამ  სიმართლის დასადგენად?
აქტივობა 2: დაფაზე ვწერ სიტყვა ,,Invention”- გამოგონებას და მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოთვალონ ის ტექნიკური საშუალებანი რომლებიც მათ იციან.
აქტივობა 3:მოსწავლეებს ვთხოვ სათაურის და სურათის მიხედვით გამოთქვან ვარაუდი ახალი ტექსტისშინაარსის შესახებ.ვეკითხები თუ იციან სიტყვა ,,hoax”-ის მნიშვნელობა.ბავშვები თავიანთ ვარაუდს გამოხატავენ.
აქტივობა 4: ვასმენინებ ტექსტს.
აქტივობა 5:ხმადაბლა , დამოუკიდებლად ვაკითხებ ტექსტს.
აქტივობა 6: ვთხოვ ქრონოლოგიურად დაალაგონ მოვლენები -სავ.4 გვ.67
აქტივობა 7: პასუხობენ შეკითხვებს საკუთარი სიტყვებით - სავ.5გვ.67
აქტივობა 8: ტექსტის შინაარსის შეჯამებისას ვუსვამ შეკითხვებს:  1.,,ყოველთვის გჯერათ იმის რასაც ისმენთ ახალ ამბებში? რატომ ? რატომ არა?“  2.კომუნიკაციის რომელ ფორმებს იყენებთ ?
3.რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ?

ისტორია - 15წუთი
აქტივობა 1:  ხდება პროვოცირება კითხვით: ,,იქნებოდა თუ არა შესაძლებელი ასეთი ხრიკის , ტყუილისგანხორციელება თანამედროვე მსოფლიოში?“
აქტივობა 2: პრეზენტაცია - რა ვიცით პირველი საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ.
პრეზენტატორები:  1.მაჩაბელი, 2.ღონღაძე, 3. ნებიერიძე, 4.დიდებელი 
აქტივობა 3: სლაიდების ჩვენება.
აქტივობა 4: პრაქტიკული სავარჯიშო - მორზეს  ანბანი.
შეფასება : განმავითარებელი :1. მოსმენა - ლაპარაკის
 2. პრეზენტაციის    
საშინაო დავალება : ტექსტის თხრობით სწავლა - გაკვეთილზე შექმნილი გეგმით -
( ქრონოლოგიურად დალაგებული  მოვლენების მიხედვით  ). 
 რესურსები : ჩამწერი,CD დისკი,სახელმძღვანელო, დაფა , ცარცი , პრეზენტაციის სლაიდები ,
მორზეს ანბანის პრაქტიკული ნიმუში, მსოფლიო რუკა. 
   თვითშეფასება
• ინგლისური - ჩემი აზრით პრეზენტაციები ვრცლად იყო მომზადებული თუმცა მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი, კარგი ხომ არ იქნებოდა თითოეულის გამოსვლაუფრო მოკლე ყოფილიყო,რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიეღო მონაწილეობა.                 
• ისტორია - მომავლისთვის გასათვალისწინებელია ორივე საგანზე დროის თანაბრად განაწილება. მთლიანობაში გაკვეთილი ორივემ დადებითად შევაფასედ.


                       
      
     
         

No comments:

Post a Comment