2014-08-26

ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში



ანგარიში


2013 წლის 17 თებერვალი – 2013 წლის 16 მარტი
                                            



1.    ტრენინგის დასახელება

·         ტრენინგის დასახელება:
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
·         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
·         ტრენინგის ჩატარების ადგილი:
სსიპ ქალაქ გორის #7 საჯარო სკოლა.
·         ტრენინგის ხანგრძივობა:
13 დღე (39 საათი).

2.    მიზანი და ამოცანები

·         მიზანი:

საქართველოს სკოლების პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.
·         ამოცანები:

ü  კურსის შესავალი (მოდული I – 3 საათი)

ü   გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით  (მოდული II – 24 საათი)

ü  სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (მოდული III – 6 საათი)

ü  თვითშეფასება დაპროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (მოდული IV – 6 საათი)





რეზიუმე

·         კურსის შესავალი
ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია Power Point-ის  შესახებ  პრეზენტაციის გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.
შემდგომ ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობაზე: (ჯგუფური მუშაობა – გონებრივი იერიში), მასწავლებლის სტანდარტებსა და კომპეტენციებზე ისტ-ის გამოყენების სფეროში (სტანდარტების დოკუმენტის მიმოხილვა და შემაჯამებელი დისკუსია, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე (ვნახეთ  და განვიხილეთ სამოდელო გაკვეთილი), სასწავლო პროცესის ძრითად ერთეულებზე (გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი), ვიმუშავეთ სატრენინგო მასალაზე, მივიღეთ საშინაო დავალება (დავრეგისტრირდით gmail.com-ზე და გაუგზავნეთ საცდელი წერილი ტრენერს) და შევაფასეთ ტრენინგის დღე კითხვარის საშუალებით.
·         გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით  
ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ მინი-ლექცია გაკვეთილის ორგანიზების ძრითადი საფეხურების შესახებ (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება), გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით, D-GP-IP (დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი ვარჯიში) სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიან სტრატეგიის შესახებ ისტ-ის გამოყენებით, ცნების რუკის, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტის შესახებ. შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის დაგეგმვის და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება (გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა, D-GP-IP – ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში), მივიღეთ საშინაო დავალება (შევარჩიეთ საგაკვეთილო თემა, რომელიმე კონკრეტული კლასისათვის, მოვამზადეთ საგაკვეთილო გეგმის მონახაზი ისტ-ის გამოყენებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მესამე დღის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ირგვლივ ისტ-ის გამოყენებით, ვისაუბრეთ ფაილის ტიპებზე, ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე და სასწავლო მასალის მომზადებაზე ტექსტუტ რედაქტორში. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (მომზადებული გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები ინტერნეტში, განვაახლეთ გეგმის მონახაზი მოძიებული ინფორმაციის და რესურდების გათვალისწინებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.






გაკვეთილის გეგმა




გაკვეთილის  თემა
,, The  last word .”

სწავლების საფეხური /დისციპლინა ან ინტეგრირებული  საგნების დასახელება

საბაზო , IX კლასი , ინგლისური - გეოგრაფია
მოსწავლეთა  პროფილი

მოსწავლეთა რაოდენობა : 24

მოსწავლეთა რაოდენობა ,რომლებიც განსაკუთრებულ მლდგომას საჭიროებს : 0

აქტივობის მიზნები  და მისეღწევი შედეგები
მოსწავლეებში განავითაროთ  კითხვის და ლაპარაკის უნარ- ჩვევები

 სწავლების ფორმები

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში
აქტივობა
·         მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ ( სათაურის და ფოტოს შინაარსის გათვალისწინებით)- 5 წთ.
·         მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დამოუკიდებლად და ამოწმებენ რამდენად სწორი აღმოჩნდა მათი ვარაუდი-10 წთ.
·         მოსწავლეები ასათაურებენ თითოეულ აბზაცსს-5წთ.
·         მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს საკუთარი სიტყვების გამოყენებით-5წთ.
·         მოსწავლეები ტექსტში ეძებენ ახალ სიტყვებს და აკავშირებენ მათ სავარჯიშოში მოცემულ ახსნა- განმარტებებთან -5წთ.
·         გეოგრაფიის მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დროს რომ ინტერნეტში  მოიძიონ იმ ტომების  და საზოგადოებების ჩამონათვალი  რომელთა ენებსაც ემუქრება  გადაშენება -5წთ.
·         ხოლო შემდეგ ჯგუფები ახდენენ პრეზენტაციას თუ რა ღონისძიებების მეშვეობით შეიძლება ამ ენათა შენერჩუნება- 5წთ.
·         მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის პრეზენტაციებს, ინგლისურის მასწავლებელი აფასებს ენობრივ მხარეს,ხოლო გეოგრაფიის მასწავლებელი აფასებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენების უნარს -3წთ.
საშინაო დავალება
·         ეძლევათ საშინაო დავალება პროექტის შექმნა  :,,Save a language.”-2წთ.
საგანმანათლებლო რესურსები
        სახელმძღვანელოები, ინტერნეტში ჩართული 5-6     კომპიუტერი, პოსტერები.
ინფორმაციის წყარო www.google.ge  ,  youtube, internet ge. 
 

ტრენინგის მეოთხე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში და რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას (სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში, ინფორმაციის დიზაინი და MS PP პროგრამა), მივიღეთ საშინაო დავალება (საგაკვეთილო გეგმის მიხედვით მოვამზადეთ მასალა MS PP პროგრამაში).
ტრენინგის მეხუთე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში, მოვამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე და წარვმართეთ ჯგუფების პრეზენტაცია და შევაფასეთ იგი და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მეექვსე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ აქტიური ლექცია თემაზე ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (მოძიება ინტერნეტში და გამოყენება სასწავლო პროცესში), ასევე თემაზე აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში (სამოდელო ვიდეოჩვენება, შემაჯამებელი დისკუსია, ვიდეოფილმების დემონსტრირება), ვისწავლეთ აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისი ვირტუალური ლაბორატორიით, ელექტრონული თამაშით ან ვიდეო-აუდიომასალით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მეშვიდე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ გაკვეთილის მომზადებაზე (ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზაება), გავმართეთ დისკუსია თემაზე თუ რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასი ოთახში ისტ-ის გამოყენებისას. ვისაუბრეთ მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვაზე, შემდეგ მიმოვიხილეთ LEMILL -ი და გავიარეთ LEMILL-ში რეგისტრაცია, მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა, დეტალურად აღვწერეთ გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური გარემო და რესურსები) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მერვე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდგომ ვისაუბრეთ შეფასების ძირითად პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე/მეთოდებზე (რუბრიკა), ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის მომზადება MS Word, MS Excel-ში, ჯგუფში და მოუკიდებლად მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა კონკრეტული გაკვეთილისათვის და შევაჯამეთ. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავამატეთ საგაკვეთილო გეგმას შეფასების რუბრიკა) და შევავსეთ შეფასების ბარათები.






ტრენინგის მეცხრე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. გავეცანით მოსწავლეთ შეფასების (ნიშნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემის ავტომატიზებას, სემესტრული ნიშინის გამოყვანას ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირებას. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (LEMILL-ში  ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა და პრეზენტაცია და ჩავამატეთ კოლექციაში
http://lemill.net/community/people/xatuna13/collections/the-last-word .
·         სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
ტრენინგის მეათე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია სასწავლო პროექტების და ეფექტური სასწავლო პრექტის ძრითად მახასიათებლებზე, კვლევითი პროექტის სტრატეგიაზე „მე ვიკვლევ“, პროექტის დაგეგმვაზე და აღწერაზე, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე ისტ-ის გამოყენებით. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა შერჩეულ თემაზე) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მეთერთმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდგომ გავაანალიზეთ სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები და პროექტის განხორციელების გეგმა, სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტები, დავხვეწეთ ბლოგში მუშაობა და ვისწავლეთ ატვირთვა. http://lemill.net/community/people/xatuna13/collections/the-last-word/methods/the-last-word-2013proeqti
1.   პროექტის  სახელწოდება : ,,The last word.”
2.    პროექტის  აქტუალობა : გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიო მოსახლეობის ორი-მესამედი აქტიურად იყენებს მხოლოდ ოც ენას,რაც ნიშნავს, რომ ძალიან რთულია პატარა ენათა გადარჩენა
3.   პროექტის  პროექტის მიზანი : მოსწავლეებმა დაინახონ პრობლემა პატარა ენათა    
გაუჩინარებისა და დასახონ ამ პრობლემის გადაჭრის გზები
4.    მონაწილეთა ასაკი : IX კლასი
5.    ხანგრძლივობა : 1 კვირიდან  1თვემდე
6.    მოსალოდნელი შედეგები : ბუკლეტები, პოსტერები, პრეზენტაცია
7.    პროექტისთვის საჭირო რესურსები : ქაღალდი, ციფრული აპარატი, მარკერები, CD     პლეერები
8.   პროექტის მსვლელობა : მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი დავალებები
          ·      მასალის მოძიება
          ·      კედლის გაზეთის შექმნა
          ·      ბუკლეტების დამზადება-გავრცელება
          ·      ბლოგის შექმნა
9.      საგნებთან  კავშირი : გეოგრაფია, ისტ-
10.   პროექტის ხელმძღვანელი : ხათუნა დოლიაშვილი
11.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა :  xatuna12@gmail.com

                              


·         თვითშეფასება დაპროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
ტრენინგის მეთერთმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მასწავლებლის თვითშეფასების ფორმებსა და ისტ-ის ინსტრუმენტებზე (მასწავლებლის პორტფოლიო, ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, დისტანციური სწავლება). შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიო http://xato sportfolio.blogspot.com/) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მეცამეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ გვქონდა ინტერნეტში საგანმანათლებლო პორტალებზე გამოქვეყნებული ნამუშევრების პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ეთიკურ ნორმებსა და კანონმდებლობის დაცვაზე ისტ-ის გამოყენებისას, შევაჯამეთ ტრენინგი და შევავსეთ კურსის შეფასების კითხვარი.
4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა გამოქვეყნებული პროექტები ბლოგებზე, ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე LEMILL-ში გეგმების და სხვა სასწავლო რესურსების ატვირთვა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიალეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.




სსიპ ქალაქ გორის  # 7 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის პედაგოგი: ხათუნა  დოლიაშვილი
თარიღი: 18.03.2013

No comments:

Post a Comment