2014-08-26

ედმოდო

  ანგარიში

                                                              2013 წლის 31-31 მარტი





1. ტრენინგის დასახელება
ტრენინგის დასახელება: ვირტუალური საკლასო ოთახი „ედმოდო“
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ ქალაქ გორის # 3 საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძივობა: 2 დღე (6 საათი).



2. მიზანი და ამოცანები
მიზანი: ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება. სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბა.

ამოცანები: წარდგენა, გაცნობა  და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა (I სესია –20 წუთი)

ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები. საორგანიზაციო საკითხები  (I სესია – 10 წუთი)

რა არის ედმოდო? სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის     
(  I სესია – 30 წუთი)

მასწავლებელთა რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში http://edmodo.com/ (I სესია – 30 წუთი)

სიმულაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში. როლური თამაში: ტრენერი მასწავლებელის ხოლო მასწავლებლები მოსწავლეების როლში (I სესია – 30 წუთი)

  დებრიფინგი - ვირტუალური საკლასო ოთახი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში. (I სესია – 10 წუთი)

 პრაქტიკული სამუშაო http://edmodo.com/ (I სესია – 25 წუთი)

საშინაო დავალება, შეჯამება, დღის დახურვა (I სესია – 25 წუთი)

მისალმება, წინადღის განხილავა და საშინაო დავალების განხილვა (II  სესია – 20 წუთი)

ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა დ ადაცული სოციალური სივრცე განათლებისათვის (II  სესია – 10 წუთი)

პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფებში (II  სესია – 30 წუთი)

ჯგუფების პრეზენტაცია-პრაქტიკული მუშაობა როლური თამაში (II  სესია – 50 წუთი)

გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები და D-GP-IP ედმოდოს სერვისების გამოყენება  (II  სესია – 35 წუთი)

პრაქტიკული მუშაობა (II  სესია – 20 წუთი)

ტრენინგ-დღის დახურვა. შეფასების ბარათების შევსება (II  სესია – 15 წუთი)




3. რეზიუმე

წარდგენა, გაცნობა  და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა

ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები. საორგანიზაციო საკითხები

ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას), მოკლედ გაგვაცნო თითოეული დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები (ინდივიდუალური და ჯგუფური) და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა).

 რა არის ედმოდო? სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის

ტრენერმა ისაუბრა უფასო განათლების სოციალური ქსელის მნიშვნელობაზე მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და სკოლებისთვის, პროდუქტიული სოციალური ქსელის უსაფრთხოებაზე (დახურული გარემო, მოსწავლეები  უერთდებიან ჯგუფებს მასწავლებელის მოწვევით, მოსწავლეები ერთმანეთს ვერ უკვაშირდებიან ყველა კომუნიკაცია არქივირდება, მასწავლებელს აქვს მართვის კონტროლი), ერთმანეთთან დასკავშირებლად მარტივ და სასარგებლო გზის შესახებ, გაცვლითი იდეების, საშინაო დავალებების, კლასის და სკოლის განაცხადების ქსელში განთავსების შესახებ. მან გაამახვილა ყურდაღება, რომ საიტი შეიმნა 2008 წლის ბოლოს აშშ-ში, საიტის შემქმნელები არიან: ნიკ ბორი და ჯეფ ო’ ჰარა და ახლა მას იყენებს მილიონობით მომხმარებელი მსოფლიოში

მასწავლებელთა რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში http://edmodo.com/

აღნიშნული ამოცანის შესრულებისას მასწავლებლები დავრეგისტრირდით ვირტუალურ საკლასო ოთახში, გავხსენით ახალი მომხმარებელი, ვისწავლეთ ჯგუფის შექმნა, საზოგადოებების მნიშვნელობა, დავალებების,  კითხვების, გამოკითხვებისდა სხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, დისკუსიებში მონაწილეობა.

სიმულაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში. როლური თამაში: ტრენერი მასწავლებელის ხოლო მასწავლებლები მოსწავლეების როლში

ვისწავლეთ მოსწავლის გვერდის შექმნა (მოსწავლე იღებს დავალებებს, შეტყობინებებს ან პასუხებს, სხვადასხვა რესურსების, ვიდეოების, დოკუმენტების შენახვა, მოსწვლე ვერ ქმნის ჯგუფს, იგი  მხოლოდ უერთდება შექმნილ ჯგუფს, მოსწავლე აგზავნის  შეტყობინებას მხოლოდ ჯგუფში ან მასწავლებელთან), პროფილის გახსნა (უთხარით ხალხს თქვენს შესახებ, გამოაქვეყნეთ თქვენი პირადი URL, დაამატეთ სკოლა სადაც მუშაობთ), მოსწავლის დარეგისტრირება სპეციალური ჯგუფის კოდით, ტესტის შექმნა, კითხვების შექმნა და დამატება, ტესტების კლასიფიკაცია, ჩანაწერების წიგნის მართვა. ტრენერმა გამოგვიგზავნა შეტყობინებები, ტესტი, ტესტის შეფასებები, მომხმარებლის პარამეტრების განახლება (პროფილის სურათის ატვირთვა, ტექსტური შეტყობინებების მომართვა, სკოლის არჩევა, კონფედენციალური პარამეტრების არჩევა).

დებრიფინგი - ვირტუალური საკლასო ოთახი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში.

დღის მანძილზე გაწეული მუშაობა გავაანალიზეთ.

პრაქტიკული სამუშაო http://edmodo.com/

ვიმუშავეთ კომპიუტერებთან დამოუკიდებლად, შევქმენით ტესტები და გაუგზავნეთ ერთმანეთს, შევამოწმეთ ერთმანეთის ტესტები და გავაკეთეთ კომენტარები.

 საშინაო დავალება, შეჯამება, დღის დახურვა

შევაჯამეთ ჩატარებული სამუშაო და მივიღეთ საშინაო დავალება (უნდა შეგვექმნა ტესტი, გადაგვეხედა ჩატარებული ტრენინგის მასალისთვის და ჩამოგვეწერა ყველა ის შეკითხვა, რომელიც გაგვიჩნდებოდა edmodo-ში მუშაობის დროს).

მისალმება, წინადღის განხილავა და საშინაო დავალების განხილვა

მეორე სესიის დაწყებისთანავე განვიხილეთ წინა დღის მუშაობა და დავსვით შეკითხვები, განვიხილეთ საშიანოა დავალება (გავაკეთეთ ერთმანეთის ტესტები, შევასწორეთ და დაურთეთ კომენტარები).

ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა და დაცული სოციალური სივრცე განათლებისათვის

ვისწავლეთ ჯგუფის მართვა, კლასების ნახვა, პაროლის შეცვლა, წაკითხვის რეჟიმის არჩევა, ქვე ჯგუფის შექმნა (პატარა ჯგუფი), სპეციალური ნიშნები (ჯილდოების მოსწავლეებისთვის), არსებული ნიშნების გამოყენება ან საკუთარი ნიშნის შექმნა, წევრების წაშლა, მშობლის რეგისტრაცია სპეციალური კოდის საშუალებით, მშობლის დამატება ჯგუფში (მშობელს შეუძლია ნახოს მხოლოდ თავისი მოსწავლე, მშობელი იღებს შეტყობინებას მოსწავლის შესახებ (ნიშანი), მშობელი ხედავს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ შეტყობინებას, მშობელი აგზავნის შეტყობინებას მასწავლებელთან), შეტყობინებების დაპოსტვა, ბიბლიოთეკაში ფაილის, სურათის, ვიდეოს ატვირთვა, შენახვა ან ბიბლიოთეკის რედაქტირება, ორგანიზება ბიბლიოთეკის საქაღალდეების სახით, Embed ვიდეოს, მიბმული ფაილის, ბმულის ან დოკუნეტის არჩევა ბიბლიოთეკიდან, გაფრთხილების, ნიშნის, გამოკითხვის შესქმნა, შეტყობინების გაგზავნა ჯგუფისთვის, კონკრეტული მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის, დავალების შექმნა, დავალების ჩამოტვირთვა, დავალების  ნახვა, დავალების კლასიფიკაცია, კალენდარში გაფილტვრა  ჯგუფების მიხედვით, ღონისძიების, მოვლენის დამატება ან ნახვა, პროფესიული ჯგუფის შექმნა, განსახილველი კითხვების, გამოკითხვების, სასწავლო მასალების მართვა, სკოლების და საზოგადოებების ღონისძიებების განრიგის დამატება ლინკების დამატება.

პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფებში

პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით  შევქმენით საგნობრივი  დაჯგუფებები (პატარა ჯგუფები) და გავუგზავნეთ ერთამნეთს სხვადასხვა  მასალები (ფაილები, სურათები, ლინკები და ა. შ), დაურთეთ კომენტარები.

ჯგუფების პრეზენტაცია-პრაქტიკული მუშაობა როლური თამაში

წარუდგინეთ ერთმანეთს ჯგუფებში გადაგზავნილი მასალა (ტესტები, შეტყობინებები, სურათებიდა ა. შ)

გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები, D-GP-IP ედმოდოს სერვისების გამოყენება

ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ სად, როგორ, ვისთან და რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ წარმოდგენილი კომპეტენციები და სერვისები. ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა რეკომენდაციები უსაფრთხო მუშაობისთვის (შექმენი შენი პროფილი, შექმენი ჯგუფი და მოიწვიე მოსწავლეები, გამოაქვეყნე მასალები და საწყისი საკითხები, ყველა მოსწავლეს აქვს თავისი “ანგარიში”, მოსწავლეების შემოერთების შემდეგ ჯგუფში შესაძლებელი ჯგუფის ჩაკეტვა, განახორციელეთ ჯგუფის წევრების მონიტორინგი, გამოიყენეთ სტატუსი “მხოლოდ კითხვისთვის”)

პრაქტიკული მუშაობა

ჩავატარეთ პრაქტიკული სამუშაო.

ტრენინგ-დღის დახურვა. შეფასების ბარათების შევსება

ბოლოს შევავსეთ კითხვარები (შეფასების ბარათები) და ჩავაბარეთ ტრენერს.




4. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება

აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა edmodo-ს სოციალური ქსელის შესაძლებლობები.

ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიალეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.

კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

სსიპ # 7  საჯარო სკოლის

ინგლისური ენის მასწავლებელი : ხათუნა დოლიაშვილი

თარიღი:  02.04.2013

                                                                                                                         

No comments:

Post a Comment